საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-11-02
თარიღი 14:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული, მუზეუმი

2 ნოემბერს, 14.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი აწყობს არმენოლოგიის კათედრის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება იმ მეცნიერთა ფოტოები, ხელნაწერები და მემორიალური ნივთები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში არმენოლოგიის განვითარების საქმეში. დამთვალიერებელს შესაძლებლობა მიეცემა გაეცნოს: დავით ყიფშიძის, ლეონ მელიქსეთ-ბეგის, ივანე ჯავახიშვილის, ზაზა ალექსიძის, ივანე შილაკაძის, ილია აბულაძის, ექვთიმე თაყაიშვილის და სხვა გამოჩენილ მოღვაწეთა ხელნაწერების დედნებსა და ფოტოებს, რომლებიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან იქნა მოტანილი.

ექსპონატთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა სულხან-საბა ორბელიანის სომხური წყაროები, ,,ქართლის ცხოვრების” ძველი სომეხი მთარგმნელი და მისი მოღვაწეობის დროინდელი ჩანაწერები, ,,სომხური დიალექტიკური ფორმები X -ის საუკუნის ქართული ხელნაწერის მიხედვით”, ივანე ჯავახიშვილის სომხური საისტორიო მწერლობისათვის და ასე შემდეგ.

 

 

მსგავსი ღონისძიებები