საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-11-04
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი,115-ე აუდიტორია

4 ნოემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია:  “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” გაიმართება. 


კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებელი და დოქტორანტი. 


კონფერენციის გასხნას, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. 

 

პლენარულ სხდომაზე მოხსენებას წაიკითხავს აკადემიკოსი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა - თემაზე: გლობალიზაციის ფუნქციონალური ტიპების შესახებ და ასისტენტ პროფესორი ლია ძებისაური - თემაზე: რუსეთზე დამოკიდებულება - სტატისტიკურად კრიტიკული საქონელი.


კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით წარმოდგენილი იქნება 14 სექცია.

მსგავსი ღონისძიებები