საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-11-27
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 115

27 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანიზებით პროფესორ გიორგი წერეთლის დაბადებიდან  70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ეკონომიკის ინოვაციური განვითარება: მსოფლიო გამოცდილება და პერსპექტივები” გაიმართება. კონფერენცია 10 საათზე გაიხსნება და რამდენიმე სექციად იმუშავებს. 

 

კონფერენცია დაყოფილია: ეკონომიკური თეორიისა და ბიზნესის პრობლემათა კვლევის, მაკროეკონომიკის, მდგრადი განვითარების, ფინანსებისა და საბანკო საქმის, სექტორული და რეგიონული ეკონომიკის, დემოგრაფიის, სოციოლოგიისა და შრომის ეკონომიკის სექციებად. 


კონფერენციაში ქართველ ეკონომისტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ დარგის უცხოელი სპეციალისტები. 

მსგავსი ღონისძიებები