საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-11-29
თარიღი 12:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის, გამზ., #1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 212

29 ნოემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მოხალისეთა პროგრამის ერთ-ერთი პროექტის „გააგონე კომპიუტერს ქართული ხმა“ პრეზენტაცია.


პროექტის ფარგლებში პლატფორმაზე https://commonvoice.mozilla.org/en მოხალისეები წერენ ქართულ წინადადებებსა და ტექსტებს. პროექტის მიზანია, რომ აღნიშნულ პლატფორმაზე ქართულად ჩაიწეროს მინიმუმ 100-საათიანი აუდიოჩანაწერი. ამჟამად მხოლოდ 20 საათია ჩაწერილი.

 

პრეზენტაციაზე პროექტის ავტორი რაზმიკ ბადალიანი დამსწრე საზოგადოებას განუმარტავს, როგორ უნდა ჩაიწეროს და შემოწმდეს ტექსტები ინტერნეტპლატფორმა common voice-ის“ გამოყენებით და რა მნიშვნელობა აქვს მსგავს პლატფორმებზე ქართულენოვანი ხმოვანი ჩანაწერების არსებობას. 

 

შეხვედრაზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლები ისაუბრებენ ორგანიზაციის მოხალისეთა პროგრამისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. 

 

 

მსგავსი ღონისძიებები