საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-12-06
თარიღი 15:00 სთ
მისამართი მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი

6 დეკემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი კონფერენცია „წმინდანის დაბრუნება“ გაიმართება“.

 

კონფერენცია გაიხსნება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ვიდეო კადრებით, ნაჩვენები იქნება ნაწყვეტი გრიგოლ ფერაძის კავშირის 2012 წლის ფილმიდან „წმინდანის აუხდენელი ოცნება“. ასევე, წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია, როგორ აღინიშნება წმინდანის ხსოვნის დღე საქართველოსა და პოლონეთში.


ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და წმინდა გრიგოლ ფერაძის კავშირი.

 

წმიდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე 1918-1921 წლებში იყო თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი. 1921 წელს საქართველოს საეკლესიო კრებამ, ნიჭიერი სტუდენტი თეოლოგური ცოდნის მისაღებად გაგზავნა გერმანიაში. დაუღალავი შრომით, ახალგაზრდა გრიგოლი გახდა ფილოსოფიის დოქტორი, ევროპის ცნობილი ორიენტალისტი, იგი ქართული ეკლესიის ისტორიაზე, ლექციებს კითხულობდა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. იყო ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი. 1929 წ. ქართული დიასპრის თხოვნით დააარსა ევროპაში პირველი ქართული მართლმადიდებელი წმიდა ნინოს ეკლესია. 1931 წელს ბერად აღიკვეცა და გახდა მისი მოძღვარი. 1934 წელს იგი შეამკეს მიტრით. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, კომუნისტურმა მთავრობამ არ მისცა სამშობლოში დაბრუნების უფლება. მას ოცნებად ჰქონდა სამშობლოში დაბრუნება და მშობლიურ უნივერსიტეტში მოღვაწეობა. სიცოცხლის ბოლო წლები მან გაატარა პოლონეთში, მის მეორე სამშობლოში. ფაშისტური გერმანიის პოლონეთში შეჭრის შემდეგ, ფაშისტების მხარდამჭერი ქართველების დასმენით, მამა გრიგოლი დაიჭირეს და მოათავსეს ოსვენციმის ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში. 1942 წლის 6 დეკემბერს 16ს .45წ. მამა გრიგოლი აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით ოსვენციმის ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში. მისი მოწამეობა, თანამედროვე მართლმადიდებლობის ერთ-ერთ ნათელ ფურცელს წარმოადგენს. 1995 წლის 17 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა. მისი კანონიზება იმ წელსვე სცნო პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც.

 

კონფერენციის პროგრამა

მსგავსი ღონისძიებები