საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-12-07
თარიღი 12:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, რექტორატი

7 დეკემბერს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმს მოეწერება ხელი. 


მემორანდუმის მიზანია ერთობლივი პროგრამების განხორციელება, რომლებიც მიმართულია კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობის, სტუდენტების განვითარებისა და პროფესიონალი კადრების აღზრდის ხელშეწყობისკენ. 

 

მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება სასწავლო პროექტები, სამუშაო შეხვედრები, თემატური სემინარები, კონფერენციები, დისკუსიები და ტრენინგები. ასევე, თანამშრომლობის ფარგლებში, იგეგმება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერთა ბაზისთვის ინტელექტუალური რესურსის მოზიდვის ღონისძიებები და მოტივირებულ ახალგაზრდა ტრენერთა რეზერვის  შექმნა. 

მსგავსი ღონისძიებები