საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-12-13
თარიღი 18:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

13 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლტოლვილთა დანიის საბჭოს ხელმძღვანელი ვინსენტ დონტოტი ეწვევა.
 

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში ვინსენტ დონტოტი თსუ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცემს ლათინური და ფრანგული წიგნების კოლექციას. მათ შორის, ტაციტუცის, სენეკას, ჰეროდოტეს, ჰომეროსის, ვირგილიუსის XIX საუკუნის გამოცემებს.
 

კოლექციის ისტორია 1920 წლიდან იწყება, როდესაც კოლეტ ბინოშის მამამ ბრეტონში შეიძინა სახლი, გარანტონი. არისტოკრატული წარმოშობის ოჯახს მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახლი მემკვიდრეობით დარჩა კოლეტ ბინოშს.
 

კლასიკური ფილოლოგიის კათედრა უნივერსიტეტის დაფუძნებისთანავე (1918 წ.) გაიხსნა. მიმართულების აკადემიური შემადგენლობა წარმართავს კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით სტუდენტთა მომზადებას სწავლების სამივე საფეხურზე. სწორედ ამიტომ, კოლეტ ბინოშის მემკვიდრეებმა გადაწყვიტეს, რომ ლათინურ-ფრანგული კოლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაეცათ.
 

ოჯახს დახმარება გაუწია ლტოლვილთა დანიის საბჭოს დირექტორმა, ვინსენტ დონტოტმა, რომელმაც თავად ჩამოიტანა საქართველოში აღნიშნული კოლექცია.
 

ღონისძიებას დაესწრებიან ლტოლვილთა დანიის საბჭოს ხელმძღვანელი ვინსენტ დონტოტი, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი კამი ნორა, ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობის ატაშე ლეონორა ფუნდი და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

 

მსგავსი ღონისძიებები