საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-12-23
თარიღი 15:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

23 დეკემბერს, 15:00 საათზე,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში,  მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში გაიმართება კონკურსის „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“ გამარჯვებული ნაძვის ხეების გამოფენა და  დაჯილდოვება.
 

კონკურსი გამოცხადებული იყო თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და თსუ ბიბლიოთეკის მიერ  კერძო და საჯარო სკოლების უმცროსკლასელთათვის, რომელთაც უნდა შეექმნათ საახალწლო ნაძვის ხე საკანცელარიო ნივთებისაგან და წარმოედგინათ.
 

ღონისძიების მეორე ნაწილში მოსწავლეებს შეხვდება პამელა ლინდონ ტრევერსის წიგნის „მერი პოპინსის“ მთარგმნელი ია კოროშინაძე და მხატვარი ია გიგოლაშვილი. ისინი ბავშვებს მოუყვებიან  მერი პოპინსის შესახებ, წაუკითხავენ ფრაგმენტებს და ასევე, მასტერკლასს ჩაუტარებენ  საახალწლო ფიგურების მომზადებაში.

მსგავსი ღონისძიებები