საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-12-23
თარიღი 11:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 212-ე აუდიტორია

23 დეკემბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, „მარიამ ლორთქიფანიძე – 100“. 

 

ღონისძიება ეძღვნება თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრის (ამჟამად, საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტი) გამგის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადების მე-100 წლისთავს.
 

საერთაშორისო კონფერენციაში ქართველ მკვლევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ბულგარეთის, ესტონეთის, პოლონეთისა და რუმინეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
 

მარიამ ლორთქიფანიძე საქართველოს ისტორიის კათედრას ოცდახუთი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ის საქართველოს აკადემიური საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენელი გახლდათ, მან მრავალი წლის მანძილზე ქართული ენის და საქართველოს ისტორიის, როგორც დისციპლინის, დამცველის და მოამაგის როლი იკისრა. თავისი საზოგადოებრივი და სამეცნიერო საქმიანობის გამო, მარიამ ლორთქიფანიძე დაჯილდოებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმ. გიორგის ოქროს ორდენით. მას გამოქვეყნებული აქვს სამასზე მეტი სამეცნიერო თუ სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი. 
 

 

მსგავსი ღონისძიებები