საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-12-21
თარიღი 13:00 სთ
მისამართი თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

21 დეკემბერს, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 40 პროფილური დამსაქმებელი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიებიდან.
 

დასაქმების ფორუმის პარალელურად გაიმართება კარიერული განვითარების საინფორმაციო შეხვედრები, სადაც საუბარი იქნება ისეთ თემებზე, როგორებიცაა პროფორიოენტაცია და მოტივაცია, საქართველოს შრომის ბაზრის ტენდენციები, რჩევები CV-ის შედგენისთვის.
 

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზინით თსუ-ში 2014 წლიდან სისტემატურად იმართება დასაქმების ფორუმები. წლევანდელი ფორუმი გამორჩეულია იმითაც, რომ პარალელურად პირველად იმართება კარიერის განმავითარებელი სესიები და დამსაქმებელთა შორის წარმოდგენილი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმების მხარდამჭერ სერვისებს ადგილზე შესთავაზებს.
 

დასაქმების ფორუმი თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ტარდება, რომლის მიზანია სტუდენტთა პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების მხარდაჭერა. თსუ-ის კურსდამთავრებულები დასაქმებული არიან როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო კომპანიებში. თსუ-ის  ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა 60%-ზე მეტი საკუთარი პროფესიით იწყებს მუშაობას, რაც ევროპული  უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელის იდენტურია.
 

სტუდენტთა პროფესიული და კარიერული განვითარების მიზნით სისტემატურად ეწყობა შეხვედრა დამსაქმებლებთან, იმართება კარიერის განმავითარებელი ტრენინგები და ვორქშოპები. ყველა სტუდენტს და კურსდამთავრებულს საშუალება აქვს ჩანიშნოს იდნივიდუალური შეხვედრა კარიერის განვითარების ცენტრში და გაიაროს კონსულტაცია საკუთარი პროფესიით დასაქმების, შრომის ბაზრის და სხვა კარიერული მხარდაჭერის სერვისების მიღების მიზნით.

მსგავსი ღონისძიებები