საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-03-20
თარიღი 15:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

20 მარტს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება თანამედროვე ქართველი მწერლის გიორგი ხარაიშვილის შეხვედრა სტუდენტებთან.

ღონისძიებაზე ავტორი ისაუბრებს ფენტეზის ჟანრზე და მკითხველებს წარუდგენს თავის პირველ რომანს „ბნელია გზა“, რომელიც 2022 წლის ლიტერატურული კონკურსის, „საბას“ მოკლე სიის ნომინანტია.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ დაბეჭდილი 400-მდე წიგნის გამოფენა-გაყიდვა 50%-მდე ფასდაკლებით. წიგნის ავტორთან ერთად, შეხვედრას ასევე დაესწრება გამომცემლობის საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელი ანა თოფურიძე.

 

მსგავსი ღონისძიებები