საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-03-27
თარიღი 18:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია

27 მარტს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის არმენოლოგიის კათედრა და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი იწყებს ინტერდისციპლინარული სემინარების ციკლს „ზაზა ალექსიძის საკითხავები.“

 

ერთი წლის განმავლობაში ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ იმსჯელონ იმ თემებზე, რომლებიც ზაზა ალექსიძემ შემოიტანა საკვლევ სივრცეში: „ქრისტიანულ კავკასიაზე,“ როგორც ფენომენზე, მის ცალკეულ პრობლემებზე და ამ პრობლემების შემდგომი შესწავლისა და განვითარების პერსპექტივებზე.


პირველი სემინარი ჩატარდება 27 მარტს, 18.00 საათზე.


მომხსენებლები:

1. ნათია ჩანტლაძე (თსუ): ზაზა ალექსიძე - მეცნიერის პორტრეტი.

2. ანა ხარანაული (თსუ): პალეოგრაფიის ისტორია და ქართული პალეოგრაფიის ნიმუშები.

 

 

მსგავსი ღონისძიებები