საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-03-30
თარიღი 17:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

30 მარტს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ,,ილიას ფონდის’’ ორგანიზებით, გაიმართება ცნობილი ქართველი ფილოლოგისა და ლიტერატურათმცოდნის, რევაზ სირაძის თხზულებათა ოთხი ტომის პრეზენტაცია (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი: ანდრო ბედუკაძე).
 

ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ თსუ ბიბლიოთეკაში დაცული რევაზ სირაძის სადოქტორო დისერტაცია და სხვადასხვა წლებში გამოცემული ნაშრომები.
 

რევაზ სირაძემ 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1962-1966 წლებში იყო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასისტენტი. 1968-1978 წლებში დოცენტი; 1978 წლიდან - პროფესორი. 

 

 

 

მსგავსი ღონისძიებები