საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-06-12
თარიღი 15:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 107.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 12 ივნისს, 15.00 სთ-ზე გაიმართება წიგნის წარდგენა. „ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც გამოსცა თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ, საქართველოს ფოსტისა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

 

პირადი მიმოწერის კრებულში   შესული ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის დამაარსებლის,  ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის წერილები,   სულ სხვა თვალით დაგვანახებს და გაგვაცნობს დიდ საზოგადო მოღვაწეს, რომელმაც 1906 წელს იქორწინა ანასტასია ნიკოლოზის ასულ ჯამბაკურ-ორბელიანზე. „ანასტასია ცნობილი ქართველი დიდგვაროვანი შტოს წარმომადგენელი გახლდათ, მისი პაპა ვახტანგ ორბელიანი ერეკლე მეორის ქალიშვილის, თეკლეს ვაჟი იყო. ანასტასია, საუცხოო განათლებასთან ერთად, მუსიკალური ნიჭითაც გამოირჩეოდა. გათხოვების შემდეგ მან  უარი თქვა სამუსიკო კარიერაზე და მთელი ცხოვრება ოჯახის მოვლას, სახელოვანი მეუღლის სამეცნიერო-საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ხელშეწყობასა და შვილების აღზრდას მიუძღვნა,“- ვკითხულობთ წიგნის ანოტაციაში.

 

წიგნის წარდგენასთან ერთად   გაიმართება საქართველოს ფოსტის  მარკების გამოფენა. მარკები  შექმნილია უნივერსიტეტის, უნივერსიტეტის დამაარსებლის და სხვა ქართველ საზოგადო მოღვაწეთა, მწერალთა და პოეტთა თემატიკაზე.

 

მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან ივანე ჯავახიშვილის შთამომავლები, თსუ პროფესორები და სტუდენტები.

ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის წერილები დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

 

მსგავსი ღონისძიებები