საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-06-13
თარიღი 18:00 სთ
მისამართი თსუ

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ თსუ-ს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს გერმანულენოვანი ერთწლიანი თანმხლები სასწავლო პროგრამის "გერმანია სამხრეთ კავკასიაში: ინსტიტუციები და განვითარება" ვირტუალურ ღია კარის დღეზე.

 

აღნიშნული პროგრამის კურიკულუმი მოიცავს როგორც სემინარებსა და პრაქტიკულ კურსებს გერმანულ ენაზე სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებით, ასევე ვორქშოფებსა და ექვსკვირიან სტაჟირებას გერმანულენოვან კომპანიაში ან დაწესებულებაში.

პროგრამასთან დაკავშირებული სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის შესაბამის ვებგვერდზე.

 

ღონისძიება ჩატარდება მიმდინარე წლის 13 ივნისს, საღამოს 6 საათზე, ZOOM-ის პლატფორმის საშუალებით. 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვირტუალურ ღია კარის დღეზე დასასწრებად აუცილებელია მოცემული სარეგისტრაციო ფორმის შევსება!

 

დასწრებისათვის საჭირო ბმული მონაწილეებს გადაეგზავნებათ რეგისტრაციის ვადის (12 ივნისის 18:00 საათის) ამოწურვის შემდეგ, მათ ელფოსტის მისამართზე, რომლითაც გაიარეს ღონისძიებაზე დასწრებისათვის საჭირო რეგისტრაცია.

მსგავსი ღონისძიებები