საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-06-27
თარიღი 15:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, მუზეუმი

27 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) თსუ ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე მოქმედი ტუტორიუმის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

 

ტუტორიუმი მოხალისეობრივი პროგრამაა, სადაც მოხალისე ტუტორები ეხმარებიან სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის სტუდენტებს ენობრივი უნარების გაუმჯობესებაში, დავალებების/ პროექტების მომზადებისას წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში, პრეზენტაციის უნარების გამომუშავებაში, სამოქალაქო, სოციალურ თუ აკადემიურ სივრცეებში ინტეგრაციაში. მიმდინარე სემესტრში, დაახლოებით 30-დე მოხალისე ტუტორია ჩართული პროგრამაში.

 

ტუტორების დახმარებით ქართულ ენაში მომზადების პროგრამის 150 სტუდენტზე მეტი სარგებლობს. 2023 წლის გაზაფხულის სემესტრიდან კვლავ განახლდა თსუ-ში ტუტორიუმის პროგრამა. შეგახსენებთ, რომ თსუ-ში ამ პროგრამის განხორციელება  სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ჩართულობით, ჯერ კიდევ 2016 წელს დავიწყო და “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA)” პროგრამის ფარგლებში 2021 წლის ჩათვლით ხორციელდებოდა. ტუტორიუმის პროექტი ამჟამად ხორციელდება USAID პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის განხორციელებას თსუ-სთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR).

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დღის წესრიგი.

მსგავსი ღონისძიებები