საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-11-22
თარიღი 14:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

 

 

22  ნოემბერს, 14:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მწერალ ოტია იოსელიანის  „დაჩის ზღაპრების“ პოპულარიზაციის მიზნით გაიმართება  ღონისძიება „სტუმრად დაჩის სამყაროში“, რომელიც ჩატარდება  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამა  „საბიბლიოთეკოს საქმის“  სტუდენტებისა და თსუ-ს  ბიბლიოთეკის   ორგანიზებით.

“დაჩის ზღაპრები” იმ გრძნობებით სავსე წიგნია, რომელიც მარადიულ თემებს ეხმიანება: ოჯახი, დედა-შვილობა, მეგობრობა, ერთგულება. დაჩის ზღაპრები წარსულსა და მომავალს შორის გადებული ხიდია.

ღონისძიებას დაესწრებიან ახალი ქართული სკოლისა და მე-8 საჯარო სკოლის III-V კლასის მოსწავლეები, რომელთაც უმასპინძლებენ დიდი ოტია იოსელიანის შთამომავლები:  უმცროსი ოტია იოსელიანი და მისი მეუღლე ნუცა ცისკარიშვილი.

მსგავსი ღონისძიებები