საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-12-15
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

2023 წლის 15 და 16 დეკემბერს ჩატარდება მე-12 ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი ფიზიკურ და ანალიზურ ქიმიაში. სიმპოზიუმი იმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტის კათედრის და თსუ ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტის თაოსნობით.
 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 40-ზე მეტი ზეპირი და სტენდური მოხსენება როგორც თსუ-ს აკადემიური პერსონალის და სტუდენტების, ისე მოწვეული უცხოელი პარტნიორი უნივერსიტეტების პერსონალის მიერ.
 

სიმპოზიუმს თანაორგანიზებას და თანასპონსორობას უწევს ამერიკის ქიმიური საზოგადოება-საქართველოს ქიმიის საერთაშორისო სამეცნიერო ასოციაცია, რომელსაც ასევე დაწესებული აქვს ფულადი პრიზები საუკეთესო სტუდენტური მოხსენებებისთვის.


სიმპოზიუმი გაიხსნება 15 დეკემბერს 10 საათზე თსუ I კორპუსში 107-ე აუდიტორიაში, ხოლო 16 დეკემბერს მუშაობას გააგრძელებს პეტრე მელიქიშვილის სახელობის აუდიტორიაში (თსუ I კორპუსი, აუდიტორია 115).

 

მსგავსი ღონისძიებები