საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-12-16
თარიღი 16:00 სთ
მისამართი ილია ჭავჭავაძის გამზირი N 1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 206

16 დეკემბერს, 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ფსიქოანალიტიკური კონფერენცია თემაზე “პირველი შეხვედრა/პირველი ინტერვიუ პაციენტთან, ფუნდამენტური წესი და ანალიზის საწყისი ფაზა”.


მომხსენებელი: დიდიე ლორუ (ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქიატრი).


17 დეკემბერს,17:00 საათზე ასოციაცია მწვანე სახლში (გიორგი ჩიტაიას N17) გაიმართება ფსიქოანალიტიკოსის დიდიე ლორუს სემინარი - „მოზარდის პირველი შეხვედრა ფსიქოანალიტიკოსთან“ (სემინარის ფარგლებში იქნება ნაჩვენები კლინიკური პრეზენტაციის ამსახველი ვიდეო, პაციენტის ანალიტიკოსთან შეხვედრისა და გასაუბრების პროცესი, რომლის შემდეგაც მომხსენებელი ჯგუფთან ერთად განიხილავს პირველადი ინტერვიუირების კლინიკურ და ტექნიკურ საკითხს).
 

დოქტორი დიდიე ლორუ არის ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი, ასოციაცია Espace Analytique-ის წევრი. ის მრავალი წელია (როგორც ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი) იკვლევს მოზარდობის ასაკის ფსიქოპათოლოგიას და მოზარდობას, როგორც ფსიქიკურ პროცესს. ის პარიზში ეტიენ მარსელის საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების ხელმძღვანელია, რომლის ფარგლებშიც უძღვება მოზარდ პაციენტთა ცნობილ კლინიკურ პრეზენტაციებს. დიდიე ლორუ ხელმძღვანელობს სამეცნიერო ჟურნალს enfances & psy. დიდიე ლორუ მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორია. აღსანიშნავია მისი წიგნები, რომელსაც ის უძღვნის სიყვარულის საკითხს ფსიქოანალიზში, აგრეთვე ნაშრომი, რომელიც მან მიუძღვნა სიძულვილის ფსიქოპათოლოგიას („საკუთარი თავის სიძულვილიდან სხვის სიძულვილამდე“), აგრეთვე ნაშრომი ინფანტილურ სექსუალობაზე და ცნობილი წიგნი მამისა და ქალიშვილის ურთიერთობების თავისებურებებზე (Père - fille). მისი მრავალი სტატიიდან აღსანიშნავია სტატია „სუიციდი, როგორც ენიგმა მოზარდობის ასაკში“.

 

- კონფერენციაზე (16 დეკ. თსუ), ისევე როგორც სემინარზე (17 დეკ. მწვანე სახლი) დასწრება თავისუფალია.

- უზრუნველყოფილი იქნება პარალელური თარგმანი ფრანგულიდან ქართულ ენაზე

 

ორგანიზატორები:

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე
ასოციაცია Espace Analytique - formation psychanalytique et de recherche freudienne (პარიზი)
თბილისის ფრანგული ინსტიტუტი და საფრანგეთის საელჩო საქართველოში
 

მასპინძელი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი ფსიქოლოგიის დეპარტამენტი.

მსგავსი ღონისძიებები