საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-12-15
თარიღი 13:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, მუზეუმი

სტუდენტური პროექტის, „ქართულ ენაში მომზადების პროგრამის გავლენა ეთნიკურ ჯგუფებზე“ - დასკვნითი პრეზენტაცია

15 დეკემბერს,  13. 00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება სტუდენტური პროექტის, „ქართულ ენაში მომზადების პროგრამის გავლენა ეთნიკურ ჯგუფებზე“ დასკვნითი პრეზენტაცია.

 

პროექტის ავტორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, კიფაიატ გუსეინოვა. პროექტმა 2023 წელს გაიმარჯვა სტუდენტური პროექტის ფარგლებში. იგი ეხება ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებს. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ესეების კონკურსი, სახელწოდებით „ქართული ენის მომზადების პროგრამის გავლენა ეთნიკურ ჯგუფებზე“. გამოვლინდა 10 გამარჯვებული. მონაწილეებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდოები. 

 

ღონისძიების მოდერატორი: ნინო პოპიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი.

მისასალმებელი სიტყვები: ლაშა საღინაძე- თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანა თოდუა- ქართულ ენაში მომზადების პროგრამა, კიფაიატ გუსეინოვა- პროექტის ხელმძღვანელი.

იხილეთ დასკვნითი პრეზენტაციის დღის წესრიგი.

მსგავსი ღონისძიებები