საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2024-03-21
თარიღი 13:00 სთ
მისამართი თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, აუდიტორია 410.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, გერმანელი მეწარმის, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის “HIPP”-ის დამფუძნებლის, პროფესორ კლაუს ჰიპის, ლექცია-სემინარი - „ეთიკური ბიზნესი“,  გაიმართება.  სამუშაო ენა -გერმანული. 

 

პროფესორი კლაუს ჰიპი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და საქართველოს საპატიო კონსული სამხრეთ გერმანიის მიწებზე. მრავალი წელია, იგი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რეგულარულად კითხულობს გერმანულენოვან ლექციებს, ბიზნესის ეთიკის მიმართულებით. ამასთან, იგი ყოველწლიურად ირჩევს საუკეთესო ორ-სამ სტუდენტს და სრული დაფინანსების პირობებში, იწვევს მათ გერმანიაში, საკუთარ საწარმოში, ერთთვიანი საზაფხულო პრაქტიკის გასავლელად. ამ წლების განმავლობაში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მრავალმა სტუდენტმა გაიარა პრაქტიკა ბავარიაში მდებარე HIPP-საწარმოში და მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.
 

ამას გარდა, კლაუს ჰიპის მიერ სახელმწიფო უნივერსტეტს,საჩუქრად გამოეგზავნა ინგლისურენოვანი სამეცნიერო წიგნები, ძირითადად ზუსტი და საბუნებისმეტყველო, სამედიცინო, ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარებისა, ფინანსების და სხვა მიმართულებით. 

 

 

 

მსგავსი ღონისძიებები