საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2024-03-22
თარიღი 16:30 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზი

22 მარტს, 16:30 სთ-ზე, გიწვევთ ღონისძიებაზე - “რა ამბავია ყვავილთ სასახლეს?”, რომელიც ეძღვნება უნივერსიტეტელ ქალებს. ღონისძიება გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თსუ-ს თეატრალური დასი „სხვენი“, რომელიც ინსცენირებით წარმოადგენს ქალების როლს უნივერსიტეტის ისტორიაში, გავიხსენებთ იმ ეპოქის უნივერსიტეტელ ქალბატონებს, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის შენებისა და განვითარების ღირსეულ საქმეში. ესენი იყვნენ: მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, ელისაბედ ბაგრატიონი-ორბელიანისა, ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე, მედეა ღამბაშიძე, მარო მაყაშვილი, თინათინ წერეთელი, ნინო ციციშვილი, ვერა ბარდაველიძე, ციალა სვანიძე, მარიკა ლორთქიფანიძე, ანა კალანდაძე. ასევე, წარმოგიდგენთ ჩვენი დროის უნივერსიტეტელ ღვაწლმოსილ ქალბატონებსაც: მზექალა შანიძე, დამანა მელიქიშვილი,  ეთერ თათარაიძე, ელა გოჩიაშვილი, ნანული აბესაძე, ლია სტურუა, კირა ანდრონიკაშვილი, ნაირა გელაშვილი, ინესა მერაბიშვილი, მაია ჯაბუა  და სხვ.

 

შესრულდება მუსიკალური ნომრები ნანული აბესაძისა და მაია ჯაბუას   მიერ.

 

 სააქტო დარბაზის ფოიეში თსუ-ს მუზეუმის აქტიური ჩართულობით მოეწყობა უნივერსიტეტელ ქალთა საარქივო მასალის გამოფენა, ასევე, გაიმართება სხვადასხვა გამომცემლობების წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

დასწრება თავისუფალია.

 

მსგავსი ღონისძიებები