საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2024-03-22
თარიღი 11:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 107.

22 მარტს, 11.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიხსნება ჯემალ აჯიაშვილის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია "კულტურათა დიალოგი გრძელდება".

 

კონფერენცია 23 მარტს დასრულდება. მისი  ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი,  დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის თარგმანმცოდნეობის კათედრა,  აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტი,  კულტურის კვლევების ს/ს ინსტიტუტი,  ისრაელის ცენტრი. 

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ასევე ჯემალ აჯიაშვილისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. 

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა

 

 

მსგავსი ღონისძიებები