საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2024-04-05
თარიღი 17:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

 5 აპრილს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამომცემლობა „დიოგენე“ გიწვევთ ზიგმუნდ ფროიდის უმნიშვნელოვანესი ნაშრომის, „სიზმრის ინტერპრეტაციის“ წარდგენაზე.

 

   ზიგმუნდ ფროიდის (1856-1939) – ფსიქოანალიზის ფუძემდებლის – ერთ-ერთი უმთავრესი ნაშრომი „სიზმრის ინტერპრეტაცია“ 1900 წელს გამოიცა პირველად. ითვლება, რომ ფსიქოანალიზის საუკუნე სწორედ ამ წიგნით დაიწყო.  წიგნის ქართული გამოცემა პირველი, 1900 წლის გამოცემის თარგმანია.

 

 რატომ ვხედავთ სიზმრებს? რას გვაუწყებენ ისინი? რა ფუნქციას ასრულებს სიზმრის ფენომენი ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში? ფროიდის „სიზმრის ინტერპრეტაცია“ ამომწურავი პასუხების გაცემის მცდელობაა კითხვებზე, რომლებიც კაცობრიობას დასაბამიდან აღელვებს.

 

   წიგნსა და ავტორზე ისაუბრებენ: თსუ-ის პროფესორი, ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი,        ფსიქოანალიტიკოსი თემო ქეშელაშვილი,  მთარგმნელი მაია ბადრიძე.

 

   შეხვედრის ბოლოს მოეწყობა სერია “NONFICTION”-ის გამოფენა-გაყიდვა, სადაც წიგნები სპეციალური ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი.

დასწრება თავისუფალია.

მსგავსი ღონისძიებები