საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2024-04-17
თარიღი 9:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზის ფოიე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე საერთაშორისო კონფერენცია – „მონიტორინგი ჰიდროელექტროსადგურების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებისათვის“ გაიმართება. 

 

 

კონფერენცია აერთიანებს კარლსრუეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (KIT), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეომეცნიერებებისა და ჰიდრავლიკური ინჟინერიის დარგების წამყვან მეცნიერებს,  რომლებიც იკვლევენ ენგურის მაღლივ კაშხალს და მის მიმდებარე ტერიტორიას თანამედროვე მონიტორინგის ტექნოლოგიების გამოყენებით და აკეთებენ შესაბამის დასკვნებს.

 

კონფერენციის ძირითადი თემებია: საფრთხეები და ადრეული განგაში, დალექვა. სეისმურობა, გეოლოგია და გეომექანიკა, ახალტექნოლოგიური მონიტორინგი ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირების გახანგრძლივებისთვის, რეგიონული დეფორმაცია, კაშხლის სტრუქტურის დეფორმაცია წყლის დონის მიხედვით. 

 

კონფერენციაზე განიხილება DAMAST- ის გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ერო პროექტების დროს განხორციელებული კვლევითი აქტივობები და სამომავლო საკითხები, რომლებიც დაისახა კაშხლების, როგორც უსაფრთხო, ეროვნული ენერგიის წყაროს გრძელვადიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და კავკასიაში ენერგიების გარდაქმნის ხელშესაწყობად.

 

კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ DAMAST- ის პროექტებში ჩართული მკვლევარებისგან მიიღონ ცოდნა არსებულ საკითხებზე და გაესაუბრონ მათ.  კონფერენციის შემდეგ დაგეგმილია მოკლე ექსკურსია ენგურის მაღლივ კაშხალზე 18 და 19 აპრილს.

მსგავსი ღონისძიებები