საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2024-04-12
თარიღი 18:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზის ფოიე



12 აპრილს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეა ხასაიას  წიგნის, „წუთისოფლის არალეგალი“ წარდგენა გაიმართება.

„წუთისოფლის არალეგალი“ მისი პირველი პოეტური კრებულია. პოეზია მისთვის სულის თავშესაფარია, მის ლექსებში იმედგაცრუებაც იკითხება და მომავლის იმედიც. ის არასოდეს ცრუობს მკითხველთან, არასოდეს ცდილობს იმაზე უკეთესად წარმოაჩინოს თავი, ვიდრე არის და, ალბათ, ხარისხიან ლექსთან ერთად, ამ გულწრფელობისთვისაც შეიყვარა მისი პოეზია უამრავმა ადამიანმა.


ინფორმაცია ავტორის შესახებ:

თეა ხასაია ბავშვობიდან წერს ლექსებს. სასკოლო ასაკში მისი ნამუშევრები იბეჭდებოდა ადგილობრივ გაზეთებში, მოგვიანებით კი ალმანახ „პირველ სხივში“, ჟურნალ-გაზეთებში: „გზაჯვარედინი“, „აფინაჟი“, „ლიტერატურული საქართველო“, „ლიტერატურული მესხეთი“ და  "ლიტერატურული ხორნაბუჯი“.

ღონისძიების ორგანიზატორია  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. 

 

ღონისძიებაზე დაგხვდებათ ღვინო, ხემსი და სასიამოვნო გარემო.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ლილი ალფაიძე
გამომცემლობა „ინტელექტის“ კომუნიკაციების მენეჯერი
მობ.: 595 90 73 53

თინა იზორია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მობ.: 577 25 30 66

მსგავსი ღონისძიებები