საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2025-05-24
თარიღი 17:30 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზის ფოიე

ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტური წარმომადგენლობა (ACS GSC), ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობა, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში მასპინძლობენ მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმს, რომელიც გაიმართება 24 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

ღონისძიება მიზნად ისახავს სხვადასხვა აკადემიური საფეხურის ახალგაზრდა მეცნიერებსა და გამოცდილ მკვლევრებს შორის ცოდნის გაზიარებასა და უახლესი კვლევების გაცნობას, რაც ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებას საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.

 

სიმპოზიუმს გახსნიან მოწვეული პროფესორები აშშ-დან და საქართველოდან. დაგეგმილია როგორც ზეპირი, ასევე სტენდური (პოსტერ პრეზენტაციები) კვლევით პროექტების შესახებ. შემფასებლები სტუდენტებს შორის გამოავლენენ საუკეთესო მომხსენებლებს.

 

მონაწილეობა უფასოა, სამუშაო ენა ინგლისური.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ თეზისი 17 მაისამდე მისამართზე: acs.sc.tsu@gmail.com

თეზისის და პოსტერის ფორმატი : https://acs.qa/?page_id=317

 

მსგავსი ღონისძიებები