საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2025-10-10
თარიღი 10:30 სთ
მისამართი 64ა ილია ჭავჭავაძის გამზირი, სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინ ჭავჭავაძე"

 ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით თბილისში უკვე მეცხრედ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და  საქართველოს ინსულტის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება მორიგი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება დაავადების პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის აქტუალურ საკითხებს.  კონფერენია იმართება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ (2021 წელს დაგეგმილი კონფერენცია გადაიდო კოვიდ-19-ის პანდემიის გამო) დაწყებული 2000 წლიდან. წელს კონფერენციის საიუბილეო თარიღი აღინიშნება - 25 წელი პირველი კონფერენციის გამართვიდან. 

 

 კონფერენციის მუშაობაში ტრადიციულად მონაწილეობენ ინსულტის დარგში მოღვაწე მსოფლიოს გამოჩენილი მკვლევარები და პრაქტიკოსი ექიმები დასავლეთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ისრაელის, საქართველოს და სამეზობელო ქვეყნებიდან. შეხვედრის ძირითადი მიზანია ინსულტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სამეცნიერო კონცეფციებისა და პრაქტიკული მოსაზრებების გაცვლა. შეხვედრის სამიზნე აუდიტორიაა ნეირომეცნიერები, ნევროლოგები, ინსულტის სპეციალისტები, ასევე ნეიროქირურგები, სისხლძარღვთა ქირურგები, რადიოლოგები და ზოგადი პრაქტიკის ექიმები.

 

ცერებრული ინსულტის პრობლემა უაღრესად აქტუალურია, რადგანაც იგი მეორე ადგილეზეა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ როგორც მოზრდილთა სიკვდილობის მიზეზი და უდავო ლიდერია როგორც ფუნქციური უნარშეზღუდულობის და მყარი ინვალიდობის გამომწვევი დაავადება. აგრეთვე, განსაკუთრებით მაღალია ინსულტის სოციალურ-ეკონომიკური ტვირთი საზოგადოებაზე - განვითარებულ ქვეყნებში ინსულტით გამოწვეული წლიური ეკონომიკური ზარალი რამოდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს აღწევს. არანაკლებ აქტუალურია ინსულტის პრობლემა საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც ეპიდემიოლგიური კვლევების შედეგების მიხედვით, გამოვლინდა დაავადებით გამოწვეული მორბიდობის და ლეტალობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლები.

 

მიმდინარე წელს ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის მე-9 საერთაშორისო საიუბილეო კონფერენცია „თბილისი 2025 - ინსულტის პრევენცია, დიაგნოზირება და მკურნალობა“  იმართება 10-11 ოქტომბერს სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინ ჭავჭავაძე-ში“.

 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან თსუ პროფესორები აკადემიკოსი რომან შაქარიშვილი და ალექსანდრე ცისკარიძე.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა. 

მსგავსი ღონისძიებები