საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2025-10-16
თარიღი 11:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზი

ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით ატარებს საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.  

 

საერთაშორისო კონფერენცია „მიღწევები და გამოწვევები გეოლოგიაში“ გაიმართება 16-17 ოქტომბერს თბილისში. ღონისძიების მიზნებია: ქართველ მეცნიერთა მიღწევების წარმოჩენა, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა/გაზიარება და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების გზით.

 

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის საპატიო მედლების გადაცემა ინსტიტუტში მოღვაწე მეცნიერებისთვის შემდეგ 7 ნომინაციაში:

1. დამსახურებული მეცნიერი, 2. ახალგაზრდა კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, 3. ღვაწლმოსილი ქალი მეცნირი, 4. ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, 5. წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერი, 6.ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისა და განვითარებისთვის და 7. მეცნიერების კომერციალიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

 

კონფერენციის სამეცნიერო თემატიკა მოიცავს გეოლოგიის დარგის ყველა მიმართულებას.

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

მოხსენების ფორმა: ზეპირი, სასტენდო და ვირტუალური.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოქვეყნებულია თეზისების სახით.

 

კონფერენციის მასალებიდან შერჩეული სტატიები შემდგომ გამოქვეყნდება თსუ-ს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომების 2025 წლის გამოცემაში.

 

კონფერენცია ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, მის.: თბილისი 0179, ილია ჭავჭავაძის გამზირი, №1, 16 ოქტომბერს – სააქტო დარბაზში და 17 ოქტომბერს – 115-ე აუდიტორიაში. დასაწყისი 11:00 სთ.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა

მსგავსი ღონისძიებები