საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2025-11-10
თარიღი 12:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. შიდა ეზო.
  • თუ გინდა გაიგო, როგორი იყო სიცოცხლე მილიონი წლის წინ, ხელით შეეხო იმ არსებებს, რომლებიც ოდესღაც ბინადრობდნენ დედამიწაზე
  • წაიკითხო დედამიწის მიერ დაწერილი ისტორია
  • დაათვალიერო მინერალები და ქანები მიკროსკოპში
  • მონაწილეობა მიიღო სახალისო ქიმიურ ექსპერიმენტებში
  • მიიღო ხელოვნური სისხლი
  • გააკეთო ოქროს წვიმა
  • თავად დაამზადო სარკე
  • იხილო მფრინავი თევზი
  • გაეცნო დრონების ინჟინერიისა და პილოტირების დეტალებს
  • გაერკვე სინათლის მიკროსკოპის მუშაობის პრინციპში
  • სტერეო მიკროსკოპის საშუალებით დაათვალიერო უხერხემლო ცხოველური ორგანიზმების ძირითადი ანატომიური ნიშნები
  • დააკვირდე ფლორის ენდემურ სახეობებს
  • ჩაერთო საინტერესო ბიოქიმიურ ექსპერიმენტებში

მოდი 10 ნოემბერს, 12.00-დან-16.00 საათამდე, თსუ პირველი კორპუსის შიდა ეზოში და აქტიურად ჩაერთე თსუ მეცნიერების ფესტივალში.

თსუ მეცნიერების ფესტივალზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ერთიან სივრცეში წარმოადგენენ საინტერსო ექსპერიმენტებს, აღმოჩენებსა და კვლევით პროექტებს.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ თსუ-ს ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მინერალოგიის, ზოოლოგიის, პალეონტოლოგიის და ინოვაციების ცენტრის წარმომადგენლები. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ თავად ჩაატარონ  ქიმიური ცდები, დააკვირდნენ ექსპერიმენტებს ფიზიკაში, შეისწავლონ მინერალების უნიკალური სტრუქტურა, გაიგონ, თუ როგორი იყო სიცოცხლე მილიონი წლის წინ და შეეხონ პალეონტოლოგიურ ნიმუშებს, ნახონ თსუ ზოომუზეუმის საინტერესო ექსპონატები, მოუსმინონ თემატურ ლექციებს.

ფესტივალის ფარგლებში დაჯილდოვდებიან თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდა და წარმატებული მეცნიერები.

10 ნოემბერი მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის, რაც ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში, აგრეთვე, ფართო საზოგადოების ჩართულობას სამეცნიერო საკითხებში. ის ასევე აღნიშნავს მეცნიერების მნიშვნელობას და აქტუალობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ და ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ნაწილი (ACS - American Chemical Society Georgian Student Chapter of TSU).

მსგავსი ღონისძიებები