საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2025-11-18
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ III კორპ. აუდიტორია 109.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 17-20 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ეწვევიან ლიმერიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: პროფესორი ემერ რინგი, განათლების, ადრეული ბავშვობის და მასწავლებელთა განათლების ფაკულტეტის დეკანი და ლიშა ო სალივანი განათლების ფაკულტეტის რეფლექსიური პედაგოგიკის და ადრეული განათლების კვლევების დეპარტამენტის ხელძღვანელი.

 

ისინი საჯარო ლექციებს გამართავენ თემებზე:

18 ნოემბერი, 10:00 სთ, თსუ მესამე კორპუსი, აუდიტორია 109

ბავშვთა ადრეული განათლების საუკეთესო პრაქტიკები ირლანდიაში, ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიდგომები ადრეულ განათლებაში.

 

18 ნოემბერი, 11:30 სთ, თსუ მესამე კორპუსი, აუდიტორია 109

ადრეული განათლების კონცეფცია და ადრეული განათლების სპეციალისტის მომზადების თანამედროვე გამოწვევები.

საჯარო ლექციები განკუთნილია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის.

სამუშაო ენა - ინგლისური.

დასწრება თავისუფალია.

მსგავსი ღონისძიებები