საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2025-12-19
თარიღი 9:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზის ფოიე

19-21 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) უმასპინძლებს მე-14 საერთაშორისო სიმპოზიუმს ფიზიკურ და ანალიზურ ქიმიაში   (ASPAC 2025). ეს არის უკვე ტრადიციად ქცეული სამეცნიერო ღონისძიება, რომელიც 2009 წლიდან იმართება და თავს უყრის წამყვან მკვლევრებს, პრაქტიკოსებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიების მიზანია ფიზიკური და ანალიზური ქიმიის უახლესი მიღწევების გაზიარება, არსებული გამოწვევების განხილვა მულტიდისიპლინარულ ჭრილში და ინოვაციური სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

 

სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებს 60-მდე  უცხოელი მეცნიერი გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან და ისრაელიდან, რომელთა უმრავლესობა წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს თსუ ქიმიის დეპარტამენტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრასთან. კონფერენცია ასევე უმასპინძლებს ქართველ ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც სამეცნიერო საქმიანობას უცხოეთში აგრძელებენ, ასევე სხვადასხვა გაცვლითი პროგრამების მონაწილე უცხოელ მეცნიერებს, რომლებმაც თავიანთი კვლევის ნაწილი თსუ-ს ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრაზე განახორციელეს.

 

ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მეცნიერების ინტერნაციონალურ ბუნებას და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან როლს, რაც ხელს უწყობს თსუ-ს, როგორც ძლიერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრის, პოზიციონირებას,  გლობალურ აკადემიურ სივრცეში.

 

სიმპოზიუმის თანაორგანიზატორი და თანასპონსორი თსუ-სთან ერთად  არის ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაცია.

მსგავსი ღონისძიებები