22 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკის „მეგობართა კლუბი“ მართავს სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ოტია იოსელიანის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს. კონფერენციის მიზანია სტუდენტებში მწერლისა და პოეტის შემოქმედების მნიშვნელობის ხაზგასმა.
იმუშავებს შემდეგი სექციები: ფილოლოგია, ისტორია, ეთნოლოგია. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ ოტია იოსელიანის ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც გაიხსენებენ მწერლის ცხოვრებისეულ საინტერესო მოვლენებს. ოჯახის წევრები თსუ ბიბლიოთეკას გადმოსცემს მწერლის ნაქონ პირად ნივთებს, რომელიც საპატიო ადგილს დაიკავებს თსუ ბიბლიოთეკაში.