15 დეკემბერს, გამომცემლობა "აკადემიური წიგნი" (acad.ge), ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საზოგადოება (SABC) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეპატიჟებათ სერია CUNEUM-ის ახალი წიგნის - ძველი ახლოაღმოსავლური კანონების - პრეზენტაციაზე (მთარგმნელები - ერეკლე ასტახიშვილი, ნინო ჩარექიშვილი, მაია ღამბაშიძე).
ამ წიგნით მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა უშუალოდ გაეცნოს ძველი ახლოაღმოსავლეთის სამართლის მდიდარ მემკვიდრეობას და უკეთ გაიაზროს მისი როლი მსოფლიო სამართლისა და ცივილიზაციათა განვითარების პროცესში. მასში შესულია მსოფლიოს უძველესი სამართლებრივი ტექსტები – ძველი ახლო აღმოსავლეთის კანონები, კერძოდ: შუმერული (ურნამუს კანონები, ლიფით-იშთარის კანონები, X-ის კანონები, შუმერული კანონების სავარჯიშო ფირფიტა, კანონები დაქირავებული ხარების შესახებ, შუმერული კანონების ფორმების სახელმძღვანელო); ხეთური კანონები, ბაბილონური კანონები (ეშნუნას კანონები, ხამურაბის კანონები, ახალბაბილონური კანონები) და ასურული კანონები (შუაასურული კანონები, შუაასურული სასახლის დადგენილებები). წარმოდგენილი ტექსტების უმრავლესობა პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე, ნაწილი კი გადამუშავდა, დაზუსტდა ტერმინოლოგია და თავიდან ითარგმნა.
იხილეთ ღონისძიება:
https://www.facebook.com/events/1717077952293946