თსუ ბავშვის უფლებების ცენტრის ორგანიზებით 6 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია „ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერა ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფების შემდეგ: პირველადი ფსიქოლოგიური დახმარებიდან ტრავმაზე ფოკუსირებული კოგნიტურ-ქცევით თერაპიამდე“.
ლექციას გაუძღვება პროფესორი ეუზაბურო ტანაკა, ტოკიოს
უნივერსიტეტიდან. პროფესორი ტანაკა ფსიქიატრიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წამყვანი მკვლევარია ტოკიოს უნივერსიტეტის კონსულტირებისა და მხარდაჭერის სერვისების კვლევით ცენტრში. მისი კვლევითი საქმიანობა ფოკუსირებულია ბავშვთა და მოზარდთა მენტალურ ჯანმრთელობაზე, ტრავმასა და პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზე (PTSD), ასევე ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფების შემდგომ ფსიქოსოციალურ მხარდაჭერაზე.
ლექციის ენა: ინგლისური.
დასწრებისათვის, გთხოვთ დარეგისტრირდეთ თანდართულ სარეგისტრაციო ფორმაში:
შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: chrc@tsu.ge; 599 465231