ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსტეტის ბიბლიოთეკა იწყებს საბავშვო მწერლებთან შეხვედრების ციკლს სკოლის მოსწავლეებისთვის. 30 მარტს, 14:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იწვევს 137-ე საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებს, რომელთაც უმასპინძლებს საბავშვო მწერალი მაია კარსელი. იგი მოსწავლეებს წაუკითხავს თავისი შემოქმედებიდან ლექსებს, მოთხრობებს, სახალისო გამოცანებს, ესაუბრება წიგნის სიყვარულზე.
მოსწავლეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, გაეცნონ მის ფონდებში დაცულ უნიკალურ წიგნებს.