ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულება რამდენიმე საინტერესო პროექტიით ხვდება. მათ შორისაა ჟურნალ „გზავნილის“ სპეციალური ნომერი.
პროექტის ფარგლებში, 6 აპრილს, ჟურნალისტი ლიანა მარქარიანი, ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, აკადემიურ-ადმინისტრაციულ პერსონალს და სტუდენტებს სთავაზობენ პორტრეტების გადაღებას უნივერსიტეტის ეზოში.
აღნიშნული პორტრეტები გამოქვეყნდება ჟურნალ "გზავნილში".
გთხოვთ მობრძნდეთ 6 აპრილს, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე პირველი კორპუსის ეზოში (კარგი ამინდის შემთხვევაში).