საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-04-30
თარიღი 11:00 სთ
მისამართი თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობა, უნივერსიტეტის ქ.48

  ცნობილი მეცნიერის ოთარ ჯაფარიძის 100 წლის იუბილესა და ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით,  30 აპრილს, 11:00 სთ-ზე, თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკაში ოთარ ჯაფარიძის მემორიალური კაბინეტი გაიხსნება. ცნობილი მეცნიერის კაბინეტის გახსნა მიზნად ისახავს მისი მდიდარი სამეცნიერო მოღვაწეობის პოპულარიზაციას.

 
ოთარ ჯაფარიძის პირადი ბიბლიოთეკა, არქივი და მემორიალური ნივთები მისმა ოჯახმა  2020 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადმოსცა.

 

ამავე დღეს,  ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით, თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში,  11:00 საათზე გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ბორჯომის კოლექცია. 

მსგავსი ღონისძიებები