საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-05-13
თარიღი 16:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. დარბაზის ფოიე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 13 მაისს,  გაიმართება ევროპული წიგნის გამოფენა. ღონისძიება ეძღვნება ევროპის დღეს.


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ევროპულ ენებზე შექმნილი რარიტეტული წიგნები, რომლებიც თსუ წიგნსაცავში დაცული სხვადასხვა კოლექციებიდან შეირჩა. ექსპოზიციაზე დიდი ადგილი დაეთმობა „ბორჯომის კოლეციის“ თვალსაჩინო ტიპოგრაფიულ ნიმუშებს, რომლებიც ჯერ კიდევ 1936 წელს, ექვთიმე თაყაიშვილის დიდი ძალისხმევის შედეგად, დაბრუნდა საფრანგეთიდან საქართველოში და გადმოეცა თბილისის უნივერსიტეტს.


დამთვალიერებელი ნახავს საქართველოს საბიბლიოთეკო ფონდის უძვირფასეს ნიმუშებს: XVI-XVII საუკუნეში ევროპაში დასტამბულ წიგნებს, მათ შორის, ერაზმ როტერდამელის-„საუბრებს“ (1526 წ. ამსტერდამი) და უნიკალურ ინკუნაბულას - „წმინდა იერონიმეს ცხოვრებას“ (1484 წ.), რომელიც საქართველოში დაცული ყველაზე ძველი ნაბეჭდი წიგნია.

გამოფენა კვირის ბოლომდე გაგრძელდება. 

მსგავსი ღონისძიებები