საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-05-19
თარიღი 17:00 სთ
მისამართი ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 107.

 

19 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში    გაიმართება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი აკადემიური გამომცემლობის - Brill publishing-ის - მიერ მომზადებული საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე გამოცემის - ქართული ლიტერატურის გზამკვლევი/Georgian Literature Handbook - წარდგინება.

 

ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება საგანგებოდ მომზადებული მოკლე ვიდეო რგოლი, რომელშიც აღწერილია გამოცემის მომზადების პროცესი და ხაზგასმულია მისი მნიშვნელობა საერთაშორისო სამეცნიერო წრეებისთვის.

აუდიტორიას წიგნს წარუდგენს პროექტის იდეის ავტორი, წიგნის თანაავტორი და რედაქტორი, თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირმა რატიანი.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.

წიგნის ავტორები, თანამედროვე ქართული ლიტერატურათმცოდნეობითი სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლები, მოკლედ მოუთხრობენ მსმენელებს თავიანთი წვლილის შესახებ წიგნის შექმნის პროცესში.

ქართული ლიტერატურის გზამკვლევი (იხ. ბმული: https://brill.com/display/title/64805?language=en&srsltid=AfmBOoph0DA6wBs8tTiuolwwn2Enp_AV95QjI2CnTU-RSaQOuoS-_-Mf) თითქმის 500-გვერდიანი წიგნია, რომელიც მოგვითხრობს ქართული მწერლობის მიერ განვლილ მრავალსაუკუნოვან გზაზე, ადრეული შუა საუკუნეებიდან ვიდრე დღემდე და წარმოაჩენს არა მხოლოდ მის უნიკალურ ტრაექტორიას, არამედ - ღრმა კავშირებს საერთაშორისო ლიტერატურულ პროცესებთან.

მსგავსი ღონისძიებები