eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-07-17
თარიღი 18:00 სთ
მისამართი თსუ I კორპუსი

17 ივლისს, 20:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის ეზოში გაიმართება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება.

 

17 ივლისს, 18:00 საათზე თსუ პირველი კორპუსის ეზოში 2026 წლის კურსდამთავრებულების სახელზე დაირგვება ხე, რითაც გაგრძელდება ტრადიცია  - თსუ კურსდამთავრებულთა ხეივნის გაშენება.
 

17 ივლისს, 19:00 საათიდან  გამოსაშვებ ღონისძიებაში მონაწილე კურსდამთავრებულები იკრიბებიან თსუ I კორპუსში ფაკულტეტების მიხედვით. კურსდამთავრებულთა შეკრების ადგილი 

 

13 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, თსუ I კორპუსის წინ სპეციალურად თქვენთვის მოწყობილ ფოტოზონებში შესაძლებლობა გექნებათ გამართოთ ფოტოსესიები ჯგუფელებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან  ერთად.

 

ფოტოსესიისთვის და ღონისძიებაზე დასასწრებად მანტიების, ქუდების და კაშნეების აღება შეგიძლიათ ფაკულტეტებზე   13, 14, 15, 16 ივლისს 10:00-დან 18:00 საათამდე და 17 ივლისს, 10:00-დან 17:00 საათამდე.

 

მანტიები გაიცემა:

1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი -  I კორპუსი, აუდიტორია # 203;

2. იურიდიული ფაკულტეტი -   II კორპუსი, აუდიტორია  #214;

3. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -  II კორპუსი, აუდიტორია #102, 

4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი -  X (მაღლივი) კორპუსი, ოთახი #602;

5. მედიცინის ფაკულტეტი- მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი #334;

6. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - VI კორპუსი, ოთახი #208;

7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - III კორპუსი, აუდიტორია  #109.

 

მანტიების დაბრუნება: მანტიებს დააბრუნებთ ფაკულტეტებზე, იმავე ოთახებში, 20, 21, 22, 23 ივლისს 10:00-დან  18:00 საათამდე; 24 ივლისს 10:00-დან 17:00 საათამდე.

 

კაშნეებს უნივერსიტეტი სამახსოვროდ გადმოგცემთ. 

 

ღონისძიების შემდგომი წვეულება ე.წ. After Party გაიმართება 17 ივლისს, 22:00 საათზე, Underwheel Club-ში (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა, 9). საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: Mgzavrebi, Kashia, Levan Grdzelidze 

 

After Party-სთვის მოსაწვევები გაიცემა 1 ივლისიდან 11:00 - 18:00 სთ: თსუ I კორპუსი 213-ე ოთახი; თსუ X (მაღლივი) კორპუსი 102-ე ოთახი
თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ღონისძიების დღეს მოსაწვევთან ერთად უნდა წარმოადგინოთ.

 

გილოცავთ უნივერსიტეტის დამთავრებას და გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი ღონისძიებები