14 ივლისს, 14:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევიან საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) (ქ. რომი, იტალიის რესპუბლიკა) გენერალური მდივანი იგნასიო ტირადო და გენერალური მდივნის მოადგილე ანნა ვენეციანო.
სტუმრები თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის გამართავენ საჯარო ლექციას ინსტიტუტის 100-წლიან საქმიანობაზე, ინსტიტუტის მიერ მიღებულ სამართლებრივ ინსტრუმენტებსა და ინსტიტუტის საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია.