eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-07-30
თარიღი 11:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 206

30 ივლისს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე   ფაკულტეტის დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

 

11:00 საათი: ფილიპე გოგიჩაიშვილის საფლავის შემკობა (თსუ პირველი კორპუსის ეზო).

 

13:00 საათი: სტუდენტების სამეცნიერო კონფერენცია, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, აუდიტორია 206. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები.

 

მოგეხსენებათ, რომ 1918 წელს გახსნილ თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების   სწავლებას საფუძველი ჩაეყარა სიბრძნისმეტყველების   ფაკულტეტზე. აღნიშნულ ფაკულტეტთან, 1918 წელს   ივ. ჯავახიშვილისა და ფ. გოგიჩაიშვილის მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე, პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა ეკონომიკური განყოფილება. ამ დროიდან დაიწყო უნივერსიტეტში ეკონომიკური დისციპლინების სწავლება. ეკონომიკის დარგს სათავეში ედგა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, რომელიც აღიარებულია საქართველოში ეკონომიკური მეცნიერებების ჩამოყალიბების ფუძემდებლად.

 

1922 წლის 30 ივლისს, თბილისის უნივერსიტეტში გაიხსნა სოციალურ-ეკონომიური  ფაკულტეტი,  რითაც  საქართველოში  დაიწყო  ეკონომიკური მეცნიერების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება.

მსგავსი ღონისძიებები