eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-08-20
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, აუდიტორია 107.

20–21 აგვისტოს თსუ/კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა  და ნეოგრეცისტიკის  ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ევროპის აკადემიასთან თანამშრომლობით, მასპინძლობს ევროპული ორგანიზაცია „ევროკლასიკის“ ყოველწლიურ კონფერენციასა და გენერალურ ასამბლეას.


კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს და 20-ზე მეტი  ქართველი და 40-მდე უცხოელი  მეცნიერი მსოფლიოს 24 ქვეყნიდან: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ესტონეთი, ისრაელი, იტალია, ლატვია, მექსიკა, ნორვეგია, ნიდერლანდები, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, საქართველო, სლოვენია, სომხეთი, უნგრეთი, შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ხორვატია.


კონფერენციის საზეიმო გახსნა გაიმართება 20 აგვისტოს, 10:00 საათზე.
 

იხილეთ პროგრამა.

მსგავსი ღონისძიებები