eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-09-09
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 115

 

 6–7 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართებაV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“.

 

ღონისძიება ეძღვნება თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების დაარსებიდან 85-ე წლისთავს.

 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; სახელმწიფო ენის დეპარტამენტი; თსუ ბიბლიოთეკა; საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიის ასოციაცია; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“;  საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი. 

 

კონფერენციის ძირითადი თემატიკა და მნიშვნელობა: საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს ეროვნული ტერმინოლოგიური მემკვიდრეობის სიღრმისეულ ანალიზსა და ციფრულ ეპოქაში ტერმინოლოგიური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევების განხილვას. კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

ტერმინოლოგიის დაგეგმვა, პოლიტიკა და სტანდარტიზაცია;

ციფრული ეპოქა, ტერმინთბანკები და ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამები;

ხელოვნური ინტელექტი და ტერმინოლოგია;

ეროვნული ტერმინოლოგიის პრობლემები და საერთაშორისო მონაცემთა ბაზები;

დარგობრივი ტერმინოლოგიის ისტორია, საგანმანათლებლო სისტემა და მასმედია.

კონფერენციაში მონაწილეობენ წამყვანი უცხოელი და ქართველი მკვლევრები. სამეცნიერო კომიტეტის შემადგენლობაში არიან წარმომადგენლები ირლანდიის, ლიეტუვის, ბელგიის, შვედეთის, კანადის, კოლუმბიისა და საბერძნეთის წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან.

 

კონფერენციის მოწვეულ მომხსენებლებს შორის არიან:

ჰენრიკ ნილსონი – ევროპის ტერმინოლოგიური საზოგადოების (EAFT) პრეზიდენტი (შვედეთი);

ინგემარ სტანდვიკი – ევროკომისიის ხარისხის უზრუნველყოფის ყოფილი მენეჯერი, დამოუკიდებელი მკვლევარი (შვედეთი);

ჰენდრიკ კოკარტი – ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის „თარგმანი და ტექნოლოგიები“ წევრი (ბელგია).

 

იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური ღონისძიებები:

მარო მაყაშვილის დარბაზში  მოეწყობა სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მიერ 85 წლის განმავლობაში შექმნილი  ტერმინოლოგიური ლექსიკონებისა და საარქივო მასალების გამოფენა, გაიმართება მრგვალი მაგიდა: „ქართული დარგობრივი ტერმინოლოგია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.

მსგავსი ღონისძიებები