29 სექტემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ალბომის – „ივანე ჯავახიშვილის სახე ქართულ სახვით ხელოვნებასა და პოეზიაში“ – წარდგენა.
ალბომი გამოიცა ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მასში თავმოყრილია სხვადასხვა მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაში დაცული ხელოვნების ნიმუშების ფოტორეპროდუქციები და ქართველი პოეტების ლექსები, რომლებიც ივანე ჯავახიშვილს ეძღვნება.
ალბომი, რომლის შემდგენლები არიან ირინე აბესაძე და ზურაბ გაიპარაშვილი, გამოსცა უნივერსიტეტის გამომცემლობამ, საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.