eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2027-10-10
თარიღი 15:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული, მუზეუმი

 27 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება აკადემიკოს გიორგი წერეთლისადმი მიძღვნილი  საღამო.  ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ასევე გიორგი წერეთლის წიგნის „არმაზის ბილინგვა” ხელახალი გამოცემის პრეზენტაცია. 

 

ნაშრომი წარმოადგენს 1940 წელს არმაზში (მცხეთის მახლობლად) არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ორენოვანი სტელის (ბერძნულ-არამეული ბილინგვა) არამეული ტექსტის წაკითხვასა და პირველ სამეცნიერო გამოცემას  ფილოლოგიურ-ისტორიული კომენტარებით. 

 

არმაზის ბილინგვის დეტალურ შესწავლას მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ არამეული დამწერლობის ისტორიის კვლევის თვალსაზრისით, არამედ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა საქართველოში წინაქრისტიანული ხანის კულტურულ-ისტორიული ვითარების კვლევისა და რეპრეზენტაციისათვის. 

 

ნაშრომი ხელახალი გამოცემისთვის 1942 წ. ქართულ-ინგლისური გამოცემის მიხედვით მოამზადა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის არაბისტმა დოქტორანტმა ლადო ზირაქაშვილმა.

 

იხილეთ მოსაწვევი. 

 

მსგავსი ღონისძიებები