ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, 2026 წლის 6 ნოემბერს, გაიმართება მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“.
პლენარული სხდომა დაიწყება 6 ნოემბერს, 10:00 საათზე, თსუ I კორპუსის 115-ე აუდიტორიაში.
პლენარულ სხდომას გახსნის თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია, კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.
პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვლენ:
იური ანანიაშვილი, პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი, თემა: სტაციონარული დროითი მწკრივების ფაქტორული რეგრესიული მოდელის შეფასება ინოვაციების გამოყენებით
მაგდალენა შტიულბი, პროფესორი, დოქტორი კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, თემა: კვალიფიკაციის დაქვეითებიდან კვალიფიკაციის ამაღლებამდე: როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ძალის კვალიფიკაციას გლობალურ ეკონომიკაში
პლენარულის სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდება სექციებში, რომელიც გაიმართება თსუ მე-10 (მაღლივ) კორპუსში.
იხილეთ პროგრამა.