შალვა ნუცუბიძის უცნობი წიგნის, ,,ექსისტენციალიზმის შესახებ’’, პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტის ინიციატივით, ა.წ. 14 დეკემბერს 11:00 საათზე, ჩატარდება უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის აქამდე უცნობი წიგნის, ,,ექსისტენციალიზმის შესახებ’’ პრეზენტაცია.
წიგნი ,,ექსისტენციალიზმის შესახებ’’ პირველად გამოიცა (2026 წ. შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი დემურ ჯალაღონია).
ასევე, ამავე დღეს ჩატარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება შალვა ნუცუბიძის დაბადების დღის აღნიშვნას (14 დეკემბერი 1888 წ. - 6 იანვარი 1969).
შალვა ნუცუბიძისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი 2026 წლის 14 დეკემბერს გამართავს აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის დაბადების დღისადმი (14 დეკემბერი 1888 წ. - 6 იანვარი 1969) მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას.