საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური სემესტრული გადასახადით განისაზღვრება და შეადგენს ძირითადად 1125 ლარს.

ინფორმაცია სწავლის საფასურის ეტაპობრივ გადახდასთან დაკავშირებით:

  • ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა გადაიხადოთ სწავლის სემესტრული საფასური დადგენილ ვადებში (გარდა 100%-იანი სასწავლო გრანტის მქონე ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისა).
     
  • სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით "საქართველოს ბანკის""TBC ბანკის", "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში. ასევე "საქართველოს ბანკის", "TBC ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით.

 

  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია გავლილად ჩაგეთვლებათ, თუ არ გაქვთ წინა პერიოდის ფინანსური დავალიანება და რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში გადაიხდით მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურის მინიმუმ ნახევარს.
     
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ წინა პერიოდის ფინანსური დავალიანების, მიმდინარე სემეტრის სრული სემესტრული გადასახადის ან მისი ნახევრის გადახდას, შესაძლებელია განხილულ იქნეს თანხის ეტაპობრივად გადახდის საკითხი. ამისთვის საჭიროა განცხადებით მიმართოთ თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (განცხადება უნდა ჩააბაროთ თსუ-ს I კორპუსი, ოთახი N 114 ან გაგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: chancellery@tsu.ge).
     
  • ადმინისტრაციული რეგისტრაციის პროცესში წამორმოქმნილი პრობლემების შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ საფინანსო დეპარტამენტის სპეციალისტს (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი N 019)